პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორი 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სამხარაძეს გირაოს თანხად 3 000 ლარი განუსაზღვრა.
აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს გამოყენებას პროკურორი რამდენიმე გარემოებით ასაბუთებდა. პროკურორის განმარტებით, მუხლი რომლითაც ედავებიან, ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლოა, ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას, გამოძიებისთვის ხელი შეეშალა და მტკიცებულებები გაენადგურებინა. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები დასაბუთებულ საფუძველს იძლევა, რომ სამხარაძე საბრძოლო მასალას უკანონოდ ინახავდა.
ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ ყოფილი სამსახურისთვის ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა.
ადვოკატის თქმით, სამხარაძე სუს-ის თანამშრომელი იყო, იარაღი ჩააბარა, თუმცა ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა. სამხარაძის სახლის ჩხრეკისას 69 ვაზნა ამოიღეს.