გიული ალასანიას პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

გიული ალასანია

ვერანაირი არგუმენტი მე ვერ შევამჩნიე საპირისპირო მხარეს...,- ამის შესახებ განცხადება ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გააკეთა. 

ალასანიას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

„ახლა იქნება სტრასბურგი. ვერანაირი არგუმენტი მე ვერ შევამჩნიე საპირისპირო მხარეს... მთელი პროგრესული კაცობრიობა ჩემი შვილის მხარეს დგას. ნახეთ, ადევნეთ თვალი იმ რეზოლუციებს, რომლებსაც ყოველდღე იღებს ხან პოლონეთი, ხან უკრაინა“,- თქვა ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.