„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი...“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სკოლა ემშვიდობება
1742243338
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდების მხარე მათთვის 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დიზაინერ გიორგი მასხულიას სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ სამი პირი: 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.