გაკოჭეს, სცემეს... - აბაშაში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა

ყაჩაღობა სამეგრელოში - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან, ბაზარში, საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს 4 შეიარაღებული პირი დახვდა. ადგილობრივების თქმით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარი გაკოჭეს, სცემეს, დააზიანეს მიკროავტობუსიც, თუმცა მათ მხოლოდ მობილური ტელეფონის წაღება შეძლეს.

დაზარალებულები გვიან ღამემდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ:

ვინ უღებს და უვრცელებს ბავშვებს ინტიმურ ფოტოებს - 12 წლის გოგო რამდენიმე პირს ამხელს

VIDEO: ეს უნდა იცოდეთ! აღმოჩენილია საშიში ნივთიერებები სუნელებში, რომელიც კიბოს იწვევს