პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის, რაც ნიშნავს, რომ ყოველ შაბათ-კვირას იგი სახლში გაატარებს.
როგორც „პრაიმთაიმს“ მისმა ნათესავმა, მინდია ჩხიკვიშვლმა განუცხადა, სექტემბერში „უდო“-საც ელოდებიან.
„სექტემბერში „უდო“- ს კომისია უნდა შეიკრიბოს და არ ვიცით, შეეხება თუ არა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შეეხება და დარჩენილ თვეებს სრულად თავისუფლებაში გაატარებს. ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ შეეხოს. ყველანი გახარებული ვართ თავისთავად. ეს იყოს პირველი შაბათ-კვირა. სამომავლო გეგმებზე სასაუბრო დრო არც იყო, მაგრამ მოტივირებულია ათმაგი ენერგიით, რომ საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ, ოპერაცია გაიკეთა (ვარჯიშის დროს მყესი გაუწყდა), მაინც კარგ ფორმაშია და თავს მშვენივრად გრძნობს. დედის ემოციას ვერ გადმოგცემთ, როგორი იყო... იმ მომენტში, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დედა იყო, “- ამბობს მინდია ჩხიკვიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის მსჯავრდებულია დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვის საქმეზე. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს.