ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
საქალაქო სასამართლოში იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომას საქმეზე ბრალდებული პაკისტანის ერთი და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი ბრალდებული ესწრებოდნენ.
სამივე დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა.
რაც შეეხება დაცვის მხარემ, ადვოკატებმა მოსამართლეს 5-5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე მათი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულებს ამ ეტაპზე ბრალი წარდგენილი აქვთ მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მუხლით.
„მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი აქვს მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რაშიც აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალდებულს უფლება აქვს ჩვენება შეცვალოს ნებისმიერ ეტაპზე, ამიტომ თუ არ იქნა მოპოვებული სხვა დამატებითი მტკიცებულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისი ჩვენებით ახალ ბრალს ვერ წაუყენებენ“, - აცხადებს ამირ ხანის ადვოკატი, დალი ბარბაქაძე.
პროკურორი, მაია სილაგაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სამივე ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და გასაღება.
„ბრალდების მხარემ შემოიტანა შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე, იმის გამო, რომ აქტიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს სხვადასხვა ფაქტები და გარემოებები. ამ ეტაპზე, სამივე ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და გასაღება. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, კერძოდ, ამ იარაღის შეძენის და ასევე შენახვის მოტივს და მიზეზს, ამ კუთხით აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს მაია სილაგაძე.
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334