„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი პარასკევს გამოცხადდება - დასკვნითი სიტყვების შემდეგ მხარეებმა პოზიციები დააფიქსირეს, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
ნიკო კვარაცხელიას დედამ ბრალდებულ ნიკო კაველაძეს მიმართა და უთხრა, რომ დამქირავებლებმა ისინი მიატოვეს.
„შემომხედე და მითხარი, როდესაც მიხვედი გაგარინის მოედანზე, ნაქირავებ ბინაში, ვისთან მიხვედი? - როგორ მიგატოვეს?! ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, მართლა მეცოდები - როგორ მიგატოვეს,"- უთხრა ბრალდებულს იზა ომიაძე.
ბრალდებული კაველაძე კი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.