Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111
რამდენიმე წუთის წინ, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთი კორპუსის მაღალი სართულიდან ცეცხლი მოქალაქეების მისამართით გახსნა.
როგორც ადგილობრივები წერენ, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.
პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ." - განმარტავენ უწყებაში.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111