„დედის მკვლელობის შემდეგ ბებია-ბაბუასთან ჩასულა და უთქვამს...“ - დეტალები ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

ჟანა ხალილოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - 17 წლის ბიჭი, რომელმაც დედას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, მეგობართან ერთად დააკავეს. მანამდე, ის ლილოს დასახლებიდან სოფელში ჩავიდა, სადაც მომხდარი ბებია-ბაბუას მოუყვა.

„თავის შვილს გამოუჭრია ყელი, შემდეგ გარდაბანში წასულა, სადაც ცხოვრობდნენ და ბებიასა და ბაბუისთვის უთქვამს, ასეთი რამ ჩავიდინეო. ქალი დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიეშველა. ძალიან კარგი გოგო იყო“, - აცხადებს გარდაცვლილი ქალის მეზობელი.

34 წლის ჟანა ხალილოვა 13 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობისთვის მისი 17 წლის ვაჟი და შვილის მეგობარი დააკაავეს.