1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დათანხმდება თუ არა ბადრი ესებუას ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას ხმის, სუნისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით - წინა პროცესზე პროკურატურის მიერ დაყენებულ წინადადებაზე დაცვის მხარემ პასუხი დღეს უნდა გასცეს.
მორიგი სასამართლო სხდომა ზუგდიდში რამდენიმე საათში დაიწყება. ბრალდება ესებუას "სუნის და ხმის ნიმუშის აღებას" "საქართველოს ბანკში" ამოღებულ ნიმუშებთან შესადარებლად ითხოვს.
2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ნიღბიანი პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ის არ არის. საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს ადვოკატიც.