პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სასულიერო პირის ოჯახის წევრებს ადვოკატები მუქარაში და სისხლიან ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.
ადვოკატი, მარიამ ჭყონია „პრაიმტაიმთან“ ჰყვება, რომ მამა ილია ჩიკვაიძის შვილი, გიორგი ჩიკვაიძე მას და მის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
მისივე თქმით, საქმეში ფიგურირებს გიორგი ჩიკვაიძის ბებიაც, რომელზეც ასევე აღძრულია საქმე.
„ჩვენს სადარბაზოში მეზობლებმა ფაქტობრივად გახსნეს ნაგვის ბუნკერი. აღნიშნულზე ბუნებრივია პრეტენზია გაგვიჩნდა და გავაკარით განცხადება. მამა ილია ჩიკვაიძის შვილი, გიორგი ჩაიკვაიძე საღამოს 12 საათისთვის, არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიდა და კარების შემონგრევას ცდილობდა. დანით უნდა აგკუწოთ ცოლ-ქმარიო. მომხდარზე დაიწყო გამოძიება, დაზარალებულად გვცნეს, ამ პირს წაუყენეს ბრალი.
სასამართლო პროცესები ჩატარდა, გიორგი ჩიკვაიძე აღკვეთის ღონისძიებით გარეთ იმყოფება. მომხდარიდან მეორე დღეს ბებიაც დაგვემუქრა, საქმე აღძრულია მასზეც.
გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ეს პირი ადვოკატებს სისხლიანი ანგარიშსწორებით დაემუქრა.
1500 ლარიანი გირაო შეეფარდა და დაახლოებით ერთი თვის წინ გამოუშვეს, მომდევნო სასამართლო სხდომა 8 ივლისს არის ჩანიშნული“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი მარიამ ჭყონია.