VIDEO: „ჯუბა შენი ცანცარი და ყურადღება ყველას დააკლდება“ - ვრცელდება ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ემოციური კადრები

გარდაცვლილი

ქუთაისის აეროპორტთან  ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 გეგუთელი ბიჭი და ლანჩხუთელი გოგო, ეკატერინე სანიკიძე.

ავარიისას, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი გოგო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდაცვლილი ბიჭის, ჯაბას ემოციურ ვიდეოს, მისი ნათესავი აზიარებს, წარწერით:

„რა რთულია შეეგუოს ადამიანი რომ არ ხარ. ჯუბა, შენი ცანცარი და ყურადღება ყველას დააკლდება. მშვიდად განისვენე ჩემო მეგობარო“ “ჩემი ცანცარა ბიძაშვილი აღარ მყავს“...

ასევე ნახეთ:

„ცა ჩამომექცა... ნეტა, რა ძალა მაწერინებს...“ - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის შეყვარებული ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„დამესიზმრე და ცოტა დამამშვიდე მაინც... ალბათ, უკვე სამოთხეში ხარ, დედიკო“ - გეგუთთან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა

VIDEO: „როგორ მოგინელო დედი...“ - ქუთაისში ავარიის დროს დაღუპული ბიჭის დედა