დააკავეს მამაკაცი, რომელიც პსპ-ში შეიჭრა და ნივთები დააზიანა

პოლიცია

მამაკაცი, რომელიც პსპ-ს აფთიაქში შეიჭრა, ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

თავდაპირველად მამაკაცი აფთიაქის წინ გამვლელებთან კონფლიქტში შევიდა, რომლებიც სიტუაციიდან გარიდების მიზნით აფთიაქში შევიდნენ, აღნიშნული პირი მათ აფთიაქში შეჰყვა, სადაც კონფლიქტი გაგრძელდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "პრაიმტაიმს"განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებისა და ხულიგნობას გულისხმობს.