სუპერმარკეტში, 42 წლის მამაკაცმა 11 მოქალაქე დანით დაჭრა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

პოლიციის ლენტი

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს-სიტიში, Walmart-ის მაღაზიაში, 42 წლის მამაკაცი მოქალაქეებს თავს დანით დაესხა. შედეგად დაჭრილია 11 მოქალაქე. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხუთის კი სერიოზული სიმძიმის. ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი მარტო მოქმედებდა.