ბათუმში მამაკაცი მოკლეს - რა არის ამ დროისთვის ცნობილი

policiis lenta

მკვლელობა მოხდა ბათუმში.

გოგოლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი მოკლეს. მომხდარის მიზეზი, დამნაშავის ვინაობა ან სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც "რუსთავი 2"-ს შს სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.