ბათუმში კაცი დაჭრეს - რა დეტალებია ცნობილი

ამერიკის პოლიცია

ბათუმში 45 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, დღის ბოლოს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მომხდარის შესახებ მათ უცნობი მამაკაცისგან შეიტყვეს, რომელიც მათ ეზოში შევარდა და დახმარება ითხოვდა.

მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ადგილობრივებმა ცივი იარაღით ფეხში დაჭრილი მამაკაცი ნახეს. მათვე გაუწიეს დაშავებულს ადგილზე პირველადი დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ასევე ნახეთ:

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

რა ანიჭებთ ნამდვილ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნებს – შეამოწმეთ თქვენი თავი

თუ გაქვს კონკრეტული პრობლემა... - აი, რა უნდა გააკეთოთ დღეს 13:00 საათამდე