რა ანიჭებთ ნამდვილ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნებს – შეამოწმეთ თქვენი თავი

ფული ზოდიაქო

ყველა ადამიანს ბედნიერს სხვადასხვა ქმედება, შეგრძნება, ემოცია ხდის. ზოგისთვის ეს გამარჯვების გრძნობაა, ზოგისთვის – ემოციური კმაყოფილება, ზოგისთვის – მხარდაჭერა… გაიგეთ, რაშია თქვენი ბედნიერება, რა განიჭებთ ამ შეგრძნებას.

ვერძი

ვერძებს გამარჯვების გრძნობა გაბედნიერებთ. თქვენ ძალზე კონკურენტუნარიანი და ამბიციური ხართ. ვერ იტანთ, როცა ვინმე რამეზე, განსაკუთრებით, სამუშაოსთან დაკავშირებით, უარს გეუბნებათ. ხართ შრომისმოყვარე და ძალისხმევას არ იშურებთ, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღოთ. მნიშვნელობა არ აქვს, გამარჯვება დიდია თუ პატარა, ეს თქვენ დიდ სიხარულს განიჭებთ.

კურო

გახარებთ ყველაფერი, რასაც თქვენთვის ემოციური კმაყოფილების მოტანა შეუძლია. კუროების უმრავლესობა მგრძნობიარენი ხართ და დიდ სიხარულს ნახულობთ იმაში, რასაც გემრიელი და სასიამოვნო სუნი აქვს, რაც ლამაზად გამოიყურება ან მიმზიდველად ჟღერს. ეს თქვენთვის ერთგვარი ემოციური განტვირთვაა, რისგანაც ნამდვილ ტკბობას განიცდით.

ტყუპები

ბედნიერი ხართ, როცა დიდხანს საუბრობთ თქვენთვის ნამდვილად ახლობელ ადამიანებთან, ვისაც თქვენი გაბედნიერება შეუძლია. ხართ გულღია ადამიანი, რომელიც დიდ სიამოვნებას პოულობს სოციალურ ურთიერთობებში. მხოლოდ ტელეფონით საუბრისასაც კი შეგიძლიათ, შეიგრძნოთ რაღაც ღრმა და დროის მიღმა მდგომი განცდა.

კირჩხიბი

კირჩხიბები უდიდეს ბედნიერებასა და ტკბობას მაშინ განიცდით, როდესაც ახლობლების მხარდაჭერას გრძნობთ. მგრძნობიარე გული გაქვთ, სწორედ ამიტომ ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა ვინმე დამატებით ემოციურ იმპულსს გჩუქნით. ეს გეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.

ლომი

თქვენ გულწრფელად ბედნიერი საკუთარი ეგოს წყალობით ხართ. თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას. მიუხედავად ამისა, თქვენი ეგო სხვების წინაშე საკმაოდ დაუცველია. ამგვარად, უდიდეს სიხარულს პოულობთ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე თქვენს დადებით თვისებებზე საუბრობს. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

1000 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, თუ ამ წესს დაარღვევს - დეტალები

“არ ვიღებ ჩემს თავზე…” - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

„ქმარი მეუბნება, შენ რა ქალი ხარ, დანაზოგიც არ გაგიკეთებიაო?!“ - ემიგრანტის მძიმე ამბავი