ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი პირველად გახდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელი - თანამდებობაზე დავით ასათიანი აირჩიეს

დავით ასათიანი

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.

დავით ასათიანი ამჟამად, მეორე ვადით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეა. 2021 წელს ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.