1727944755
ბაგებში მოკლული ბიზნესმენის ვინაობა ცნობილია
ბაგებში, ცოტა ხნის წინ ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს, რომელსაც „ტილიკას“ მეტსახელით იცნობდნენ.
ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია „მულტიპლექსს“, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნესს ფლობს.
ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაიწლებდნენ სხვადასხვა პროექტებში.