ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 34 430 რუსი სამხედრო მოკლეს

სამხედრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულ რუს ჯარისკაცთა რიცხვმა 34 430-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული მხარის სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1504 რუსული ტანკი, 3632 ჯავშანმანქანა, 756 საარტილერიო სისტემა, 240 ზალპური სარაკეტო სისტემა, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 თვითმფრინავი, 183 ვერტმფრენი, 620 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 137 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2548 სხვა ავტომობილები და ტანკერები, 60 ერთეული სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.