ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გრძელდება.

დღეს, ბრალდების მხარემ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
მოხდება მოწმეთა გამოკითხვაც.

ბრალდების მხარე ასევე ითხოვდა მოსამართლისგან, რომ დასაშვებად ეცნო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამ დროისთვის არ იმყოფებიან საქართველოში, თუმცა აღნიშნული საკითხი დაცვის მხარემ გააპროტესტა, ვინაიდან, დაცვის მხარის თქმით, მათ არ მიეცემათ საშუალება კითხვები დაუსვან აღნიშნულ მოწმეებს.

მოსამართლე ეკატერინე ბებიამ აღნიშნული მოწმეების ჩართულობის დასაშვებობა განიხილა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე, მტკიცებულებების დასრულებამდე წარმოადგენს ასევე, მტკიცებულებას, რომ მოწმეები ნამდვილად არ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.

ბადრი ესებუა რვა თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.