ბადრი ესებუას სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ბადრი ესებუა

ბადრი ესებუას საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. საუბარია 8 თებერვლის ეპიზოდზე, როცა „საქართველოს ბანკის“ ძარცვისთვის ძებნილი ესებუა დააკავეს.

ამ ნაწილში ის თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები.ცნობილია, რომ პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრება.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.