ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
,,გულწრფელობა არ ნიშნავს იმას, რომ აღიარო ფაქტი , რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი . გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთება არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატები, შესაბამისად , ფაქტის აღიარება არ კმარა და თუკი დაადგენთ გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოთ“,- განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.
შეგახსენებთ , "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა. ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში რვა თებერვალს დააკავეს.