„არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი მოკლა განზრახ წინასწარი შეცნობით“ - ლევან კრავეიშვილის საქმე

ლევან კრავეიშვილი

15 წლის ლევან კრავეიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მკვლელობის იარაღი ბრალდებულ ლ.ი.-ს ჰქონდა და არა თავად გარდაცვლილს.

პროკურორის განმარტებითვე, 10 პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანმა მოზარდი განზრახ წინასწარი შეცნობით მოკლა.

„სასამართლო პროცესზე დაიკითხა გარდაცვლილის დედა, რომელმაც დაადასტურა, თუ საიდან, ვისგან შეიტყო მისი შვილის მკვლელობა და მან მოითხოვა სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების სათანადოდ შეფასება და ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან მისი შვილი მოკლულია. რაც შეეხება სასჯელს, ამ ნაწილში ის თავის პოზიციას დააფიქსირებს, როცა სასამართლო დარწმუნებული ვარ, ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და სასჯელის დანიშვნის სხდომა დაინიშნება.

მინიმუმ, 10 პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი მოკლა განზრახ წინასწარი შეცნობით, ასევე, მეორე არასრულწლოვანმა მომხდარი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოსაზრება იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა აუცილებელ მოგერიებას, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა და ეს სამედიცინო დასკვნით დადასტურდა, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში ბრალდებულს არავითარი დაზიანება არ აქვს. შესაბამისად, ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

რაც შეეხება დანაშაულის საგანს, დიახ, ის ბრალდებულმა მიიტანა და მას ჰქონდა, მან პირველივე შესაძლებლობისას გამოიყენა და მოკლა 15 წლის არასრულწლოვანი,“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდი, დავით კრაველიშვილი მოკლეს.