„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალაზე, სადაც სავარაუდოდ სექსუალური შევიწროებაა ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, არასრულწლოვანები კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა