პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
12 წლის მოზარდის ტრაგიკული ამბავი - გოგონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე - სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსიაზე მუშაობს.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე გამოიკითხა გარდაცვლილი ბავშვის დეიდაშვილი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
ადგილობრივები „კურიერთან“ სავარაუდო ვერსიებზე საუბრობენ.
„მე არ ვფიქრობ, რომ ძალადობა შეიძლებოდა ყოფილიყო, აქ ისეთი მოძრავი ქუჩაა, მაგ დროს განსაკუთრებით, განათებაც არის, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ბავშვებიც დადიან მაგ დროს, არ იყო ისეთი გვიანი, გაიგებდნენ. მაინც საკვებს უკავშირებდა ყველა... შეიძლება ცუდად გახდა და ეცადა მოკლე გზით მისულიყო სახლამდე და ამიტომაც აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე“, - აცხადებს მეზობელი.