1731614151
ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა - მათ, ვისაც ახალი კანონი შეეხო, საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვეს
ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა - მათ, ვისაც ახალი კანონი შეეხო, საპატიმრო ცოტახნის წინ დატოვეს.
4 800-მდე მსჯავრდებულს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.
"ძალიან ჰუმანური აქტი გააკეთეს და უკვე მეორედ თუ მესამედ გააკეთეს. მაშინდელი რეჟიმი რომ იყო საშინელება, ისეთი არ არსებობს არაფერი. სიწყნარე, სიმშვიდე, ყურადღება - ყველაფერია. აბსოლუტურად ყველასი მადლობელი ვარ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ასე გაგვათავისუფლეს,“ - აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი 17 სექტემბერს მიიღო.