ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე უმკაცრესი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რადგან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

დაცვის მხარეს, ბრალდებულის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა არ დაუყენებია. გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.