შავ ზღვაში, უამინდობის გამო, ერთმანეთს ორი რუსული სატვირთო გემი შეეჯახა
1734286239
ახალი დეტალები საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში - "კურიერისთვის" ცნობილი ხდება ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ვინაობა, ის 28 წლის ლანა ხუნწარიაა.
ოჯახი საფრანგეთში გამგზავრებამდე ბათუმში ცხოვრობდა. "კურიერი" მათ საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა.
როგორც ახლობლები ჰყვებიან, ოჯახი საფრანგეთში 1 წლის წინ, ბავშვის სამკურნალოდ წავიდა, რომელიც ავად იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 შვილის დედამ, ქმარი, მარედ სურმანიძე სავარაუდოდ თოკით გაგუდა, რადგან დაღუპულს დაზიანებები კისრის არეში აქვს. ირკვევა, რომ ის გასული წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. შესაბამისი პროცედურები დაიწყო, თუმცა მალევე გაუქმდა, რადგან დაზარალებულმა საბოლოოდ, ძალადობა უარყო. წყვილის ხუთივე შვილი თავშესაფარშია გადაყვანილი. დანაშაული ქალაქ ტულონში მოხდა.