როგორ გამოიყურება ირმა სოხაძის სახლი, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო - ნახეთ, ფოტოები

სოხაძე

ჟურნალი shin.ge მომღერალ ირმა სოხაძის სახლში იმყოფებოდა და მისი გემოვნებით მოწყობილი სახლი დაათვალიერა. 

რატომ დაბრუნდით ვაკეში საბურთალოზე 45-წლიანი ცხოვრების შემდეგ?

„მე დავიბადე ჭავჭავაძეზე, შემდეგ გადმოვედით აბაშიძეზე და აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 47 წლის წინ რომ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე, რეზო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე, კერძოდ, პეკინზე და ბუნებრივია, იქ გადავედი. საბურთალო შემიყვარდა ძალიან და როდესაც დადგა დრო, რომ მე და რეზო ცალკე უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად, ბახტრიონზე შევაჩერეთ არჩევანი. ახლაც გული მიჩქარდება პეკინზე და ბახტრიონზე რომ გავივლი, მიყვარს ყველა კუთხე, ყველა გოჯი. წარმოიდგინეთ, 45 წელი ვიცხოვრე იქ.

ბახტრიონზე გადასვლის შემდეგ, პეკინის სახლი გავყიდეთ და მომგებიან ფასად, პეკინზევე მშენებარე კორპუსში 200 კვადრატულზე მეტი ფართი ვიყიდეთ მე-12 სართულზე, მაგრამ რომ ავედი და ვნახე, მივხვდი, იქ ვერასდროს ვიცხოვრებდი. ან რად გვინდოდა ამხელა ფართი, გოგოები უკვე გათხოვილები იყვნენ, მე და რეზოს კი ამხელა სახლი არაფერში გვჭირდებოდა.
ერთ დღეს მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება, შენ იმ ფართს მაინც არ გამოიყენებ, მოდი, გაყიდე, აბაშიძეზე შენდება ახალი კორპუსი და იქ იყიდე, თან დედ-მამის გვერდით და ჩვენთან უფრო ახლოს იქნებიო. ჩემი ყველა მეგობარი ვაკეში ცხოვრობს და უნდოდათ, მეც აქ ვყოფილიყავი.

დავფიქრდი, მივედი, პროექტი ვნახე და გავგიჟდი. ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ეზოში უნდა ყოფილიყო აუზი. ფასიც მისაღები გახლდათ, საკმაოდ იაფი ღირდა და ვიყიდეთ. ასეთი ჭკვიანური ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიკეთებია, ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს ეს სახლი“,- ამბობს ირმა. წაიკითხეთ სრულად:

ფოტოები: