ახალი დეტალები კახეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე - რა ხდებოდა ადგილზე

პოლიცია

კახეთში სპეცოპერაციის შედეგად, ოთხი პირია დაკავებული. ინფორმაციას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სავარაუდო ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ადასტურებს.

თეიმურაზ კალანდაძის განმარტებით, სოფელ კაბალში მცხოვრები ოთხი მოქალაქის დაკავების სპეცოპერაცია, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულია ოთხი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე. გამოძიების ფარგლებში, ოთხივე პირისგან საკონტროლო შესყიდვები განხორციელდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი დეტალის გახმოვანება არ შემიძლია“,- განაცხადა კალანდაძემ.

სპეცოპერაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, დღეს დილის 4 საათზე დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულ პოლიციას, სოფელში რამდენიმე ქუჩა ჰქონდა გადაკეტილი.