ადვოკატი - კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად ახალი მესაკუთრე მარინე ხატიაშვილს სთავაზობს ქავთარაძის ქუჩაზე გატემონტებულ, კეთილმოწყობილ სახლს

კეკელიძე

„საჭიროდ ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია კეკელიძის ქუჩაზე დღეს ჩატარებული იძულებითი აღსრულების, ე.წ. გამოსახლების შესახებ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ქალბატონმა დარეჯან დვალმა ზ.აღნიშნული ბინა საჯარო აუქციონზე შეიძინა 2018 წლის 19 თებერვალს. აღსანიშნავია, რომ დარეჯან დვალს წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა, 15 000 აშშ დოლარი გადმოჰყვა ვალდებულების სახით, რომელიც მან დამატებით გადაიხადა იმავე წლის მარტის თვეში.
აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან მარინე ხატიაშვილი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სასტიკ უარს გვიცხადებდა, მივმართეთ სასამართლოს, მისი გამოსახლებისა და კანონიერი მესაკუთრისთვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.
მოცემული პერიოდიდან დღევანდელ დღემდე დარეჯან დვალის და ასევე ჩემი, როგორც მისი ადვოკატის მიმართ, გამუდმებით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა მარინე ხატიაშვილისა და მისი ე.წ. დამცველების მხრიდან, საზოგადოებას გამუდმებით აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციებს, თითქოს და მარინე ხატიაშვილს გადახდილი ჰქონდა თანხები დარეჯან დვალისთვის, თითქოს ის უსახლკაროდ რჩებოდა და ზ. აღნიშნული ბინა ვითომ წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრისს, რაც არის მცდარი ინფორმაცია.
2018 წლიდან დღემდე აღსრულების ბიუროს მიერ 5-ჯერ მოხდა გამოსახლების გადადება და გადავადება, ჩვენ მიერ საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენდა, მარინე ხატიაშვილისთვის, იმ პირობით რომ ის ნებაყოფლობით გამოვიდოდა ბინიდან, მაშინ დარეჯან დვალი მას საკუთრებაში ჩუქების სახით აძლევდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს, რაზედაც მან კვლავ უარი განაცხადა.
და ბოლოს, ჩვენს მიერ კიდევ ერთხელ ხდება კეთილი ნების გამოვლენა და მარინე ხატიაშვილს ვთავაზობთ ზ. აღნიშნული სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით, თუ ის აიღებას პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი დამცველები მოგვცემენ პირობას, რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება. - დარეჯან დვალის ადვოკატის, გიორგი სუხიტაშვუილის განცხადებაში, ფეისბუკის გვერდზე.