VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მოინახულა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ემხრობა.
„მე სამედიცინო ტერმინოლოგიით მის ჯანმრთელობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება.
ჯერ ერთი, ძალიან გამხდარი იყო იმასთან შედარებით, სულ ახლახან ვიყავი, აღდგომის დღესასწაულზე. კარგი ვქენი რომ მოვედი, იმიტომ, რომ საიდუმლოებებთან შეხება და ლოცვა ძალიან დადებითად მოქმედებს.“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.