აბაშაში, ბანკის გაძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

policiis lenti

აბაშის მუნიციპალიტეტში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ერთ-ერთი ფილიალის გაძარცვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

აბაშაში, ბანკის გაძარცვა გუშინ ღამით სცადეს. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ბანკში არსებული ტექნიკა და ინვენტარი. მძარცველმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა.