1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რამდენიმე დღეა მედაში რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ამბობენ მისი ჯანმრთელობა უკიდურესად გაუარესდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, კადიროვს თირკმელების პრობლემები გაურთულდა და დიალიზიც ვეღარ შველის.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერი გამოჩნდა - სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერით ჩაერთო და მის ავადმყოფობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა. კადრებში ჩანს, რომ კადიროვი გაშლილ სუფრასთან ზის და მასთან ერთად "დუმის" დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი იმყოფება, რომელიც, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არსად ჩანდა.
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ცხოვრება საინტერესოა, როცა ის მოკლეა, ამიტომ დიდ ხანს სიცოცხლე ჩვენ ისედაც არ გვინდა. ხანმოკლედ, თუმცა - ღირსეულად ვიცხოვრებთ," - განაცხადა რამზან კადიროვმა.
ვიდეოს გავრცელების პარალელურად, მედიაში დაიწერა, რომ კადიროვის ჯანმრთელობა იმდენად მძიმეა, რომ რეგიონში სტაბილურობის შესანარცუნებლად რუსი კურატორების დახმარება სჭირდება.
გამოცემის ცნობით, კადიროვმა ვიდეო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიღო, სადაც სამკურნალოდ არის ჩასული.
ამასთან, ვრცელდება ვერსია, რომ კადიროვი ავადმყოფობას თავადვე იგონებს და ამძიმებს, რადგან უსაფრთხოების გამო მექაში წასვლისგან თავს იკავებდა.
ადგილობრივების თქმით, კადიროვი ვაგნერელების ერთ-ერთი სამიზნეა, ისინი კი რუსეთში ჯერ კიდევ რჩებიან.
„შესაძლოა, ამიტომაც გამოტოვა მან დაღესტანში პუტინის ვიზიტის ფარგლებში გამოჩენა. არადა, მას ძალიან უყვარს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან ფიგურად თავის წარმოჩენა. მას ან ეშინია, ან მართლა ცუდად არის. სხვა შემთხვევაში ამ შეხვედრას არ გამოტოვებდა“,- წერს გამოცემა.
ასევე ნახეთ: