პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდების საქმეზე, თელავის რაიონულ პროკურატურაში პირველი კომენტარი გაკეთდა.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განმარტებით, 25 წლის მამაკაცი, რომელსაც 13 წლის გოგონასთან, სავარაუდო სქესობრივი კავშირი ედება ბრალად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
„ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მას სახელმწიფო ბრალდება, ორჯერ, სხვადასხვა დროს განხორციელებულ სქესობრივი კავშირის ეპიზოდს ედავება. სამართალდამცველებმა ის მაშინ დააკავეს, რაც ოჯახმა იჩივლა და განაცხადა, რომ არასრულწლოვანი მამაკაცმა სხვა მუნიციპალიტეტში წაიყვანა"- განაცხადა გუგუტიშვილმა.
შეგახსენებთ, არასრულწლოვანთან სავარაუდო სქესობრივი კავშირის ფაქტი, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.
ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვან გოგონასთან ფსიქოლოგები მუშაობენ, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.