1695041084

1694981136

1695301471

5 ივლისს „Tbilisi Pride“-ის ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო.
დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, მათ აღნიშნული გირაოთი შეეცვალათ.
გამოძიების ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.