პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ემიგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე, 2020 წელს, მოსკოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე წერს, როცა საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვისას, მოულოდელად გარდაიცვალა 20 წლის გოგო.
„20 წლის სამტრედიელი გოგო, საკუთარ დაბადების დღეზე, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა... ალბათ ყველას გახსოვთ ეს შემზარავი ამბავი. 2020 წელს 14 თებერვალს, ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო.
წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიურმა სამტრედიამ ჩაიხუტა მისი ცხედარი.
ემიგრანტებო, ესაა მისი სასაფლაო. მაშინ მამამისს პირადად ვერ მივუსამძიმრე და დღეს ვუთხარი სამძიმარი მამას და ბიძას, რომლებიც საფლავზე იმყოფებოდნენ... ჩემთვის უმძიმესი დღე იყო ნამდვილად...
აქვე საფლავზე, არის კატა შავ-თეთრი ზოლებით, რომელიც თურმე არასდროს შორდება ანას საფლავს.... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ოჯახს კი გამძლეობას და სულის სიმშვიდეს ვუსურვებ...“,- წერს შოთო სიხარულიძე.
კადრები გადაღებულია 2020 წლის თებერვალში.