ახალი დეტალები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე
1768399238
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით დაკავშირებით მესხეთის სახელმწიფო დრამატული და ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრების მსახიობებს უმასპინძლა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მსახიობებს პროფესიული დღე მიულოცეს და თეატრალური ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.
„მინდა თითოეულ თქვენთაგანს მოგილოცოთ ქართული თეატრის დღე, განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ქალაქის კულტურული და თეატრალური ცხოვრების განვითარებაში, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს თეატრები შემოუნახეთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ყოველთვის საინტერესო რეპერტუარს სთავაზობთ თქვენს ერთგულ მაყურებელს. მე მახსოვს, როგორ პირობებშიც გიწევდათ ორივე თეატრს მუშაობა წლების განმავლობაში, საბედნიეროდ ახლა ყველაფერი იცვლება და ღირსეულ გარემოში გააგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას. წარმატებებს და შემოქმედებით წინსვლას გისურვებთ. ამაყი ვარ თქვენი არსებობით, გიცხადებთ დიდი მხარდაჭერას და სიყვარულს - აღნიშნა მსახიობებთან შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მისი მოადგილეები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა რეგიონში თეატრების არსებობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მსახიობების წვლილს. აღსანიშნავია, რომ მათი დამსახურებით ახალციხის სახელი არაერთხელ გაისმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.