„ფოქს ნიუსის“ ცნობით, აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, აშშ 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემის პროცესს შეაჩერებს.

როგორც „ფოქს ნიუსი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული ქვეყნებია: სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა.

მედიის ცნობით, ვიზების გაცემის პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.