ცნობილია ქვეყნების სია, რომლებისთვისაც აშშ ვიზების გაცემას აჩერებს
1768408955
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, კუნძულის მოსახლეობის ინტერესები ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია.
„გრენლანდიელებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გრენლანდიელებმა იცოდნენ - და ეს იცოდნენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით - რომ ჩვენ პატივს ვცემთ მათ სურვილებსა და ინტერესებს“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის პოზიცია, რომ გრენლანდიის ბედი მხოლოდ თავად გრენლანდიამ და დანიამ უნდა განსაზღვრონ.
ეს განცხადება წინ უსწრებს თეთრ სახლში დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებენ.