საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ზამთრის ბანაკს ესტუმრა და ახალციხელ მონაწილეებს შეხვდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს.
შეხვედრას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე ესწრებოდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში 60-მა ახალგაზრდამ დაუვიწყარი და სასიამოვნო დრო გაატარა. მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.