არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ტრადიციული საშემოდგომო დღესასწაული „ვალეობა-ოქროს შემოდგომა“ აღინიშნა. ღონისძიება კულტურის სახლის მიმდებარედ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები, საშემოდგომო კუთხეები, მესხური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები და კულინარიული შემოქმედება, ასევე ადგილობრივი ხელოვანებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
ვალელებს დღესასწაული მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა ვარლამ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საბა კბილაშვილმა და ქალაქ ვალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გოზალოვმა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც, ვარლამ წიკლაურმა განაცხადა, ქალაქი ვალე ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მუნიციპალიტეტში, იყო მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქი, მომავალში ვალეობის დღესასწაული კიდევ უფრო მასშტაბურად აღინიშნება და
დაწესდება ვალის საპატიო მოქალაქის წოდება. ვალეობის დღესასწაული ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტით დასრულდა. ღონისძიება „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ და ქალაქ ვალის კულტურის სახლის ორგანიზებით 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.