უამინდობა და ძლიერი წვიმა გორში

გორი

გორში ძლიერ წვიმას სეტყვა უძღოდა წინ, დაიტბორა ქუჩები. რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა ელენერგიის მიწოდება. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.
 მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)."-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ფოტო - ქართლი.გე