ტყიბულში ვეტერანის დღე აღინიშნა

ტყიბული

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე და მერის  პირველი  მოადგილე, ლევან ჩხიკვაძე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ, მათ აღნიშნული თარიღი მიულოცეს და სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანებთან ერთად

გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და  პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულ მებრძოლთა ხსოვნას.

„გილოცავთ ვეტერანის დღეს! მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ უდიდესი თავდადებისა და ერთგულებისთვის, რომლითაც ჩვენს სამშობლოს ემსახურეთ. ქედს ვიხრით იმ მებრძოლების ხსოვნის წინაშე, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირა“,  -განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს, მუნიციპალური  სოციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

✕