1746733863
ტყიბულში, ევროპის სასკოლო სპორტის დღეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა

აღნიშნულ ღონისძიებას წინ უსწრებდა სასკოლო სპორტული კვირეული, რომელიც საჯარო სკოლების ჩართულობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახეობებში მიმდინარეობდა.
სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული კვირეულის ცენტრალური ღონისძიება - მხიარული სტარტები მოეწყო. თამაშების დაწყებამდე მონაწილეებსა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსანდრე ქათამაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირინე კორძაია.
აქტივობაში მონაწილეობდნენ ქალაქის ყველა და სოფლების:- საწირე, გელათი, კურსები, ორპირი, საჯარო სკოლების გუნდები. მხიარული სტარტების გამარჯვებული მე-4 საჯარო სკოლა გახდა.
2023-2024 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართება შემდეგ სახეობებში: გეზრბენი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მხიარული სტარტები.
ტყიბულში სასკოლო სპორტული პროგრამები მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.