ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ტყიბულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი,  მერის პირველი მოადგილე ლევან ჩხიკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  ორპირისა და მუხურის  ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩევლებთან კონსულტაციას და დასახლების საერთო კრებებს  დაესწრნენ. 

შეხვედრებზე განიხილეს არსებული საჭიროებები. სოფელ მუხურაში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მხარი  ნარჩენების შემკრები კონტეინერების შეძენას დაუჭირა, ხოლო ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სასაფლაოს შეღობვა,  წყლის საკითხისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება გადაწყდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები 20 თებერვლამდე გაგრძელდება და ჯამში 47 სოფელს მოიცავს.