რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. 50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფლებში: მუხურასა და ახალსოფელში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა დაათავალიერა.
პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 500 000 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ სოფელ მუხურაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და ახალი სასწავლო წლიდან პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას.
ბაღების მშენებლობისა და შენობის სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის პროცესი.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და შეიქმნება საუკეთესო პირობები სააღმზრდელო პროცესისათვის.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150