ცაგერში, მიტროპოლიტ სტეფანეს მღვდელმთავრად კურთხევის 20 წლის იუბილე აღინიშნა

მიტროპოლიტი სტეფანე

ცაგერის მუნიციპალიტეტში ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მღვდელმთავრად კურთხევის 20 წლის იუბილე აღინიშნა.

საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინა, მეუფე სტეფანესთან ერთად სწირავდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი- თეოდორე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი- საბა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი- ანდრია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი -ილარიონი, წალკელი ეპისკოპოსი- გრიგოლი, ნიკორწმინდელო ეპისკოპოსი- ვახტანგი, სასულიერო პირები.

წირვას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილე- ლევან ზალკალიანი და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.

საზეიმო ღონისძიებამ კულტურის ცენტრში გადაინაცვლა, სიტყვით გამოვიდნენ და მეუფეს მღვდელმთავრად კურთხევის დღე მიულოცეს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძემ, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, მეცნიერებმა, სასულიერო პირებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ლეჩხუმი", ,,ახალი თაობა",კულტურის ცენტრთან არსებულო კამერული გუნდი, ინდივიდუალური შემსრულებლები, წმინდა ილია მართლის გიმნაზიის აღსაზრდელები.

ცაგერის მერია ულოცავს მეუფე სტეფანეს დღესასწაულს, დიდხანს ყოფილიყოს მეუფება მისი.