ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან ერთად, ისტორიულ სოფელ ლაილაშში, ოქრონიშის წყაროზე, ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, ისტორიულ სოფელ ლაილაშში, ოქრონიშის წყაროზე, ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ჭაბუკი ჭაბუკიანმა მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ტურისტული სივრცეების კეთილმოწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის  და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, მოწესრიგდა ოქრონიშის წყარო, აუზი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე, ამოქმედდა ბარი.

აღნიშნული ტურისტული ლოკაციის შემდგომი განვითარებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  გამოცხადებულია ტენდერი. პროექტი ითვალისწინებს ოქრონიშის წყაროს, აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის  რეაბილიტაციას.